გურიის მოამბე

“მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია” – ბაჩო ახალაია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

“მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია” – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს.

ახალაიამ კომენტარი “რადიო თავისუფლებას” მისცა, სადაც ამბობს: თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება “ნაციონალური მოძრაობიდან”, უკრაინასთან, ეს მე ვარ.

“მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება “ნაციონალური მოძრაობიდან”, უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები რატომ არ მქონია – ჯერ ერთი 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ”, – ამბობს ახალაია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights