25 დეკემბერს- ოზურგეთში,13 იანვარს- ლანჩხუთში და ჩოხატაურში…ღარიბაშვილმა რეგიონებში ახალი წელი დაგეგმა-ბაზრობები, თოვლის ბაბუები, კონცერტები

საქართველოს მთავრობა წერს, რომ პრემიერის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

მათივე ცნობით, 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საღამოს დაგეგმილია კონცერტები.

მთავრობის მტკიცებით, ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდება, თუმცა უცნობია როგორ აპირებენ ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებაზე მისული ხალხის, მითუმეტეს ბავშვების გაკონტროლებას. პარალელურად ქვეყანაში “ომიკრონის” შტამი ვრცელდება.

მთავრობის ღონისძიებები:

  • 24 დეკემბერი – მესტია, ტყიბული, თელავი;
  • 25 დეკემბერი – ოზურგეთი, ნინოწმინდა, ხარაგაული, ქარელი, დუშეთი;
  • 26 დეკემბერი – მარნეული, ჩხოროწყუ, თერჯოლა, გურჯაანი;
  • 27 დეკემბერი – საჩხერე, ხაშური, ახალქალაქი, ქობულეთი;
  • 28 დეკემბერი – აბაშა, სამტრედია, ლაგოდეხი, თეთრიწყარო;
  • 29 დეკემბერი- ასპინძა, ხელვაჩაური, კასპი, ამბროლაური, ჭიათურა;
  • 30 დეკემბერი – ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, თიანეთი;
  • 31 დეკემბერი – ზუგდიდი, ბორჯომი, ცაგერი;
  • 1 იანვარი – ბაღდათი;
  • 2 იანვარი- წალკა, ახმეტა, ქედა, ონი, ყაზბეგი, წყალტუბო;
  • 3 იანვარი – სენაკი, ვანი;
  • 4 იანვარი- ხონი, რუსთავი, შუახევი, ადიგენი, ყვარელი;
  • 5 იანვარი – ზესტაფონი, ხობი, დმანისი, წნორი, სიღნაღი;
  • 6 იანვარი- მარტვილი, ხულო, ბოლნისი;
  • 7 იანვარი- ლენტეხი, ფოთი, წალენჯიხა, საგარეჯო, ახალციხე, მცხეთა, გორი;
  • 8 იანვარი – ხარაგაული;
  • 13 იანვარი- ლანჩხუთი, ჩოხატაური.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share