“ამის შესახებ ტელევიზიით არავინ მოგიყვებათ, ამიტომ ამ სტატუსში შეგიძლია წაიკითხოთ სამწუხარო სიმართლე და
მტკიცებულებები კომენტარებში!

ქართულ ოცნებას კონკურენტი არ ჰყავს (მხოლოდ ერთი, ქოცების მერობის კანდიდატია რეგისტრირებული) – გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, თიანეთში, გარდაბანში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, მესტიაში, საჩხერეში, ბაღდათში, ვანში, ტყიბულში, აბაშაში,მარტვილში, ფოთში.
28 მუნიციპალიცეტში მხოლოდ ქოცი მერობის კანდიდატია. ანუ გამომგლეჯველებმა 28 ადგილას “გამოგლეჯვის ბრძოლა” ბრძოლის გარეშე დათმეს (ეს ნიშნავს ზუსტად არა სისტემურ არამედ ტექნიკურ ოპოზიციას – პარტიისთვის შინაარსობრივი და ადამიანური რესურსი რომ არ არსებობს).
სადაც წარადგინეს მერობის კანდიდატები იქ 50% მეტი ტექნიკური კანდიდატია (ანუ გინდ ყოფილა – გინდ არა).

ერთად ლელომ და გახარიას პარტიამ ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები: 3055 საარჩევნო უბნიდან ლელის 253 უბანზე კომისიის წევრი არ ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას 1337 უბანზე. რეგიონებში გახარიას პარტიას უბნების 41%-ზე კომისიის წევრი არ ჰყავს.
ეს არის კაპიტულაცია და განაცხადი იმის, რომ ეს ორი პარტია სისტემურ ოპოზიციონერობას ვერ გაქაჩავს. ვინ-ვინ და ირაკლი კობახიძემ ეს მშვენივრად იცის”
– წერს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში