გურიის მოამბე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი ირმა გორდელაძესთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა

“ეს არის ტრაგედია, როცა ევროკავშირის ელჩი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს ხვდება”

თქვა “ოცნების” პრემიერმა, ჰერჩინსკისა და გორდელაძის შეხვედრის ამსახველი ფოტოს კომენტირებისას.

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოზურგეთს ესტუმრა, სადაც სოფელ თხინვალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Wi-Fi Hotspot-ის გახსნას დაესწრო

ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო ევროპის შესახებ“ გახსნა.

მოგვიანებით კი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებსა და ადგილობრივ მედია მენეჯერებს შეხვდა.

ერთერთი ასეთი შეხვედრის სურათები, სადაც ჰერჩინსკი “მოძრაობა თავისუფლებისათვის” ლიდერებს, ირმა გორდელაძესა და ოთარ რევიშვილს ხვდება, სოციალურ ქსელებში, სხვა სურათებთან ერთად გავრცელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights