გურიის მოამბე

ირმა გორდელაძე-ტრაგედია ისაა-მე რომ სოფლის მასწავლებელი ვარ და ეს ქვეყნის პრემიერი

“ტრაგედია ისაა-მე რომ სოფლის მასწავლებელი ვარ და ეს ქვეყნის პრემიერი”
სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე, “ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:
“ტრაგიკომედია ისაა-მე რომ სოფლის მასწავლებელი ვარ და ეს ქვეყნის პრემიერი.
ევროკავშირის ელჩს შევხვდით სამოქალაქო სექტორი, “შაითნებს” და “ჰესბოლას” კი არა.
ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია: უკანონობა, დევნა, კორუფცია, სიღარიბე, უმუშევრობა და პრემიერი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს დასდევს.
P.S. რაის გადატრიალება? საწოლში ძლივს ვტრიალდები ქალი გურული რევმატიზმის გადამკიდე”
წერს ირმა გორდელაძე. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, გუშინ, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ირმა გორდელაძესთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა:

“ეს არის ტრაგედია, როცა ევროკავშირის ელჩი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს ხვდება”

თქვა “ოცნების” პრემიერმა, ჰერჩინსკისა და გორდელაძის შეხვედრის ამსახველი ფოტოს კომენტირებისას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights