ოზურგეთელმა ძალოსანმა ბრინჯაო მოიპოვა!
დღეს საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი დაიწყო
(U20) ძალოსანთა საქართველოს პირველობაზე 12 მუნიციპალიტეტის 100-მდე სპორტსმენი აალსპარეზობს.
ტურნირში ასპარეზობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ძალოსანთა სექციის სპორტსმენები.
შეჯიბრს 21-22 აგვისტოს ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზი მასპინძლობს.
ოზურგეთელმა ძალოსანმა შოთა დუმბაძემ ტურნირის პირველივე დღეს შედეგი დადო და 55 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილს და ბრინჯაოს დაეუფლა.
მწვრთნელი – ჯუმბერ ღლონტი
ოზურგეღელი სპორტსმენები ხვალავ იასპარეზებენ.