ვანო ჩხარტიშვილი თალაკვაძის შემცვლელად გიორგი ურუშაძეს განიხილავს
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქმედი გუბერნატორი ადგილობრივი ოლიგარქისათვის ყველაზე მისაღები კანდიდატურაა, თუმცა „ყველაზე მისაღები“ შესაძლოა ხმამაღლა ჟღერდეს, რადგან „ასარჩევიც“ – ხელისუფლების რიგებიდან – ბევრი არავინაა.
ხელისუფლების კულუარებში არ მალავენ, რომ ეს გადაწყვეტილება, დიდწილად ოზურგეთის ვიცე მერსა და მოქმედ მერს შორის არსებულმა დაპირისპირებამ განაპირობა.
ძნელია ზუსტად დადგენა რა „ვერ გაიყვეს“ ღურჯუმელიძემ და თალაკვაძემ, მაგრამ პირველი, ამ უკანასკნელის შემცვლელთა სიიდან, ჩხარტიშვილმა საბოლოოდ ამ დაპირისპირების გამო ამოშალა.
ქვეყნის არაფორმალურ მმართველის, ბიძინა ივანიშვილის კარიდან ფაქტიურად გამოძევებული არჩილ თალაკვაძე-ანუ ოზურგეთის არაფორმალური მმართველი – გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში სულ უფრო და უფრო კარგავს გავლენებსა და პერსპექტივას, და ამძაფრებს განცდებს,,რომ მისი ზეობა მომავალშიც ხელშეუხებელი, შესაძლოა აღარ იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ თალაკვაძის „ჩამოლაბორანტობით“ აიხსნება მისი, და მისი ძმის, ოზურგეთის მოქმედი მერის, „ლტოლვა“ – ფინანსური „მარაგის“ შევსებაზე და რაც მერის ძირითადი აქცენტის პირად კეთილდღეობაზე გადატანაში აისახა, ეს კი ხშირ შემთხვევაში ამრავლებს კორუფციულ გარიგებებს ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებში და პარლამენტის, რაც მანამდეც მტკივნეული თემა იყო,
ე. წ. „ტროიკის“ (კობახიძე მდინარაძე თალაკვაძე) ერთ დროს ცნობად წევრს, ადგილზე,პირადი პოლიტიკური მომავლის ბუნდოვანების ფონზე, მოვლენები უბიძგებს, ფინანსები მოიზიდოს ისეთი „ბანალური“ გზების გამოყენებით, როგორიც ქვიშა ხრეშის უკანონო მოპოვებაა.
წორედ აქ გადაერთო მისი მარჯვენა ხელი, შსს ყოფილი მაღალჩინოსანი, დათუნა გოლიაძე, მას შემდეგ, რაც ის ამ უწყებიდან გამოაძევეს.
რის გამოც ამ უკანასკნელმა შსს „ოვალურმაგიდიან“ კაბინეტიდან, პირდაპირ მდინარეების, ნატანებისა და სუფსის სანაპიროებზე მოადინა „ზღართანი“.. ჰოდა ზის ახლა პატივცემული ექს მაღალჩინოსანი და ქვიშა ხრეშის უკანონო კარიერებზე ღორღით დატვირთულ მანქანებს ითვლის „კრიალოსანით ხელში“.
თალაკვაძის გავლენების შემცირება, განულება თუ არა, ქვეყნის არაფორმალური მმართველის კარზე, განაპირობებს, ადგილზე პარტიის როლის დასუსტებას, რომლის დახმარებითაც ფონს გასვლას, დღემდე, წარმატებით ახერხებდა ღურჯუმელიძე, რაც განაპირობებდა კიდეც მის კარიერას., თუმცა, ბატონი არჩილის მეორე პლანზე გადასვლა, მთლიანად – მოვლენების ეპიცენტრში – ადგილობრივ ოლიგარქს-ვანო ჩხარტიშვილს – ერთადერთს და მარტო ტოვებს.
ოზურგეთიდან განსხვავებით, მის მეზობელ მუნიციპალიტეტებში გავლენებს მისი მფლობელები კვლავინდებირად ინარჩუნებენ, ლანჩხუთში კვლავაც „კუდრაჭა“ წილოსანია ერთპიროვნული მბრძანებელი და ეს უკანასკნელი გადაწყვეტს ვის ხელში „ჩავარდება“ „ვლასტი“, ისევე როგორც ჩოხატაურში მისი „ვიზავი“ – ვასილ ჩიგოგიძე – რომელზეც მოქმედი გურიის მაჟორიტარობის რანგში ერთადერთი აქტივობა მოდის არჩილ თალაკვაძეს „დაენდურა“ და ამ უკანასკნელთან „ცივი ომის“ რეჟიმშია.
მაშინ როცა თანამედროვე მსოფლიო, განსაკუთრებით კი ცივილური სამყარო, დედამიწის უდიდეს გამოწვევებზე მუშაობს და საფრთხეებს აანალიზებს – მათ შორის პირველი კლიმატური ცვლილებებია – დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში – საქართველოში ძირითადად ვცდილობთ გავერკვეთ, თუ რა მოწყობის, რა სახის, რა ბუნების ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.
ერთი შეხედვით, შესაძლოა ნეოფეოდალური ვახსენოთ, თუმცა ფეოდალები თავის რეგიონის განვითარებაზე თუ არა, გაძლიერებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, მათი მგრძნობელობა საკუთარ სამფლობელოში არსებულ პროცესებთან მიართებაში, თუ „ჩავიხედავთ“ ისტორიაში, ოპერატიული და რეგიონის ინტერესებზე აქცენტირებული იყო.
თუ უფრო შორს წავალთ და „მონათმფლობელობაზე“ გავაკეთებთ აქცენტს, არცერთი მონათმფლობელი საკუთარ მონას უმუშევარი არ გააჩერებდა და ყველანაირად ეცდებოდა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო მისგან მასაც და ამ უკნასკნელსაც ეხეირა რომ უფრო მეტად გამოდგომოდა პატრონს.
საოკუპაციო რეჟიმთან თუ გავავლებთ პარალელს, თითქმის ყველა დამპყრობელი გადასახადების ამოღებაზე და საკუთარ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული და არცერთ მათგანს თავში არ მოუვიდოდა „გადაეჭრა ის ტოტი-რომელზედაც იჯდა“.
„ჩვენი“, მოქმედი ხელისუფლების ისტორიას თუ გადავხედავთ, და პირველ რიგში სასამართლოების სტატისტიკას დავეყრდნობით, მივალთ დასკვნამდე, რომ მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი მიზანი, და ერთადერთი რასაც ის დღემდე აკეთებს-ეს საკუთარ ხალხთან ბრძოლაა.
ამის ნათელი დასტურია სასამართლო დავები არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, არამედ ასეულობით საქმეები – სადაც სახელმწიფოს სტრუქტურები რიგით მოქალაქეებს მიწებსა და კერძო საკუთრებაზე ედავება.
ვინ უნდა იყოს ხალხის მოკავშირე (გარდა მედიისა) ამ საქმეში?
რა თქმა უნდა თვითმმართველობა.
ეს ბერძნულ რომაული პროდუქტი იმისთვის შექმნა ჭკვიანმა ხალხმა, რომ უფრო ადვილად მოეხდინათ კულტურული ექსპანსია დაპყრობილ ტერიტორიებზე და ესწავლებინათ ხალხებისათვის როგორ განვითარებულიყვნენ-რადგან განვითარებული და ეკონომიურად ძლიერი პერიფერიები განაპირობებდნენ მათ კეთილდღეობას.
მეფის რუსეთსაც კი, როცა 1846 წელს ოზურგეთს „უეზდნი გოროდის“ სტატუსი მიანიჭა და მე 19 საუკუნის ბოლოს მისი ფუნქციები გააფართოვა, სწორედ ეს მიზნები ამოძრავებდა.
დღეს კი თვითმმართველობების ნაცვლად სუს ის (სპეცსამსახურების), ირიბი თუ პირდაპირი დამატებები გვაქვს და რა ძნელად გამოსაცნობია, რომ ეს სტრუქტურებიც, ხალხთან, რიგით მოქალაქეებთან ბრძოლაში, ცენტრალური ხელისუფლების მოკავშირეები არიან.
რა თქმა უნდა მთლად იდეალური არ არის, მაგრამ მოდით მოვახდინოთ ადგილობრივი თვითმმართველობების პერსონიფიცირება – დავით დარჩია (ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე-ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი) დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს? თუ ავთანდილ თალაკვაძე იგივე „ნაზარდა“ – ოზურგეთის მოქმედი მერი?
ეს ადამიანები როდისმე დამდგარან ამათუიმ საზხელმწიფო სტრუქტურებიდან რეპრესირებული ადამიანების გვერდით?
გაგიგიათ რაიმე ასეთი?
ამის ნათელი დადასტურებაა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე დავა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ჩოხატაურის მერიას შორის, სადაც ხელისუფლება ათასამდე მოქალაქეს, კურორტ ბახმაროში, ოფიციალურად, კანონის სრული დაცვბით – საჯარო რეესტრში 15 წლის წინ დარეგისტრირებული ქონებებისა და მიწის ნაკვეთების წართმევას უპირებს.
არავის, ვიმეორებთ, არავის ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საკრებულოებიდან, თავი რომ დავანებოთ ამ მუნიციპალიტეტების მერიებს, განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რა ხდება და რა უნდათ მათ სინამდვილეში, არ შეხვედრიან ამ ხალხს და ბიზნესმენებს, რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ხელისუფლების ერთი უწყების ამ „თავხედურმა“ გალაშქრებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
მანამდე იყო კურორტი გომისმტა, სადაც ხელისუფლებამ ჯერ პროვოცირება გაუკეტა ადგილზე უკანონო მშენებლობებს, გაცემული წინასაარჩევნო დაპირებებით, შემდეგ დაურეგისტრირა ათასობით მოქალაქეს მიწა, არჩევნების შემდეგ კი პროკურატურამ – სახელმწიფო სტრუქტურების განზარხ შეცდომაში შეყვანის ბრალდებით-ასეულობით მოქალაქეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და უმრავლესობას ქონებები უკან დააბრუნებინა.
სამაგიეროდ, კვლავ ავანსცენაზეა ადგილობრივი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი, გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით, მისმა გარემოცვამ მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო.
საინტერესოა, რომ ადგილობრივ ოლიგარქს არა საპარლამენტო არჩევნები აინტერესებს ამ ეტაპზე, რომელიც 2024 წელსაა, არამედ ადგილობრივი, რომლის ჩატარებაც 2025 წელს უწევს.
ავთანდილ თალაკვაძის მერობის უკან რომ ჩხარტიშვილი იდგა, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა მისი ძმის, არჩილ თალაკვაძის ივანიშვილის გარემოცვიდან გამოგდება ამ უკანასკნელზეც აისახა და შესაბამისად ადგილობრივ „მაფიას“ – ჩხარტიშვილის მეთაურობით – ახალი კანდიდატის მოძებნა სასწრაფოდ უწევს – ვინძლო, მათ „ღმერთი არ გაუწყრეს“ და შემთხვევით ხელისუფლება ხალხის ხელში არ აღმოჩნდეს.
ვანო ჩხარტიშვილის გარემოცვის კანდიდატი -დღეისათვის-ოზურგეთის მერობის პოსტზე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ- მოქმედი გუბერნატორი – გიორგი ურუშაძეა.
ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი პირები, რომ, ამ თემაზე უკვე იწყებენ საუბარს, ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები მათ დიდად არ აღელვებთ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში თუ სამუდამოდ არა, კიდევ დიდი, ძალიან დიდი ხნით დარჩებიან.