“ოცნება რუსეთის მარიონეტული პარტიაა” – კინზინგერი ზარქუას მიერ აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს “მავნებელ” ელჩს უწოდებს.

კინზინგერი ქართულ ოცნებას რუსეთის მარიონეტულ პარტიად მოიხსენიებს

ქართული ოცნება რუსეთის მარიონეტული პარტიაა”, – წერს ყოფილი კონგრესმენი და Twitter-ზე ზარქუას განცხადებას აქვეყნებს.

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს თავს ესხმის, მას “მავნებელს” უწოდებს და აცხადებს, რომ ის, როგორც ელჩი “ვერ შედგა”. მისი თქმით, დეგნანმა “შეცდომები” დაუშვა და ალბათ, იყო ერთ-ერთი “შემოქმედი”, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share