ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„შპარგალკა ხელისუფლებას –
გურული თუ გადეირია, მაგენს ვინღა დააწყნარებს!
გურიაში დავრეკე, გვიან მიპასუხა აქოშინებულმა ხმამ:
– თხილებში ვართ, ნინოია, აგერ სამი კაცი ძლივს ვნახე მომხმარე, უბედურობა სიცხეა, სულს ძლივს ვითქუამთ, წაკუნცხული ვხიკავთ ამ ძირგასახმობს, ხეზე რაცაა ვკრეფ და სახლში დავკარჭლავ, მარა აფრის გული აღარ მაქ, 2 ლარად იბარებენ, ორ ლარად. არადა, სამჯერ მოვწამლე, სხვაი კიდო რეთი წვალება ამას უნდა, კაცმა არ იცის, ხოდა, აფერს ჩვენს ნაწვალებს ფასი არა აქ, ცა, ერთი კილო ქინძი 20 ლარი ღირს და თხილი -2 , გაგიგონია?ამის იმედი მქონდა წროულს. ხოდა, ავდგები და ამ შემოდგომაზე ავჩეხავ და გადავაშენებ…
– და რას დარგავ?
– რას დავრგავ და დაფნას, წვალება მაგას არ უნდა, სამეგრელოდან ჩამოდიენ, იბარებენ და რუსეთში მიათრევენ და წეიღებენ ჩემსასაც, აბა, რა ვქნა? არსა წასასლელად მე აღარ ვარგივარ თვარა, მეც წევიდოდი საცხა და რაცხას ვიზამდი, აგერ, ჩემი მეზობელი წევიდა და ძაღლის მოვლაში თვეში, თუ არ მატყუებს, 600 დოლარს უხთიენ, იმას გარდა, რაცხა ბაღს უვლის და ეზოს რწყავს და იმაში კიდო ცალკე ფულს აძლევენ, შენი ხმაი არ გევიგონო, რომ მიჩივი, იშრომე და გექნებაო, შრომა მაკლია ახლა მეეე. მარა სა წევიღო აი ჩემი ნაშრომი, ასე ტყულა გადავყარო? ამას კაჩაღობა ქვია, სხვაი აფერი! სადაა მთავრობა, ყურძენი ყურძენიო, სხვაი აფერი აღარა საჭიროო, ახლა ნახე მანდარინობა რომ დეიწყება, მოკრიფავენ ამ სიმწრით ნაშრომს, მერე დაალპობენ სახლში და მერე ისევე მანდარინას დუუყრიენ ძირში, სასუქად და ასეე, წვალებული ვართ წლიდან წლამდე, მოგვხედოს ვინცხამ თვარა, სოფელში მობძანდის მთქმელი აღარ დარჩება და მარტუა კალანდას ჩამოვლიენ გურული ღვეძლები რაფერ ცხობაო, იმის სანახავად და მუცლის სალოცავიზა- აღმა ქარსა და დაბლა წყალსო, იძახიენ და კია მასე ჩვენი საქმე-აღმა ქარს და დაბლა-წყალს…“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.