მილიონები მილიონერი დეპუტატისთვის. ნინო წილოსანის ოჯახი თბილისის საკრებულოსგან საბოლოო ნებართვას ელოდება – ბიზნესგეგმის მიხედვით, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე ახალი დასახლება უნდა აშენდეს. საუბარია რამდენიმე ათეულ, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე.
საბოლოო ნებართვა ახლა საკრებულომ უნდა გასცეს, რომელიც სხდომისთვის ემზადება. “ქართული ოცნების” უმრავლესობა მზად არის, დაუმტკიცოს წილოსანების ოჯახს მრავალმილიონიანი პროექტი, მაგრამ ოპოზიცია პროტესტს გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს კორუფციული გარიგებაა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის.
მთავარი არხი