როდის განახლდება სასწავლო წელი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

ვინაიდან 15 სექტემბერი სამუშაო კვირის ბოლო დღეა, ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ხომ არ გადაიწევს ორშაბათამდე. ვინაიდან კითხვის ნიშნები და ვარაუდები გაჩნდა, პასუხის დასაზუსტებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ.

განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

ხოლო ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.

mshoblebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share