“პირდაპირ და ღიად გვამზადებენ” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “საქართველო დსთ-ში არ შევიდა, მეორე დღეს კი სამოქალაქო ომი დაიწყო”.
“ასეთი მე არაფერი მომისმენია ხელისუფლებაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსისგან. მართლა. პირდაპირ და ღიად გვამზადებენ”, – წერს ნიკა გვარამია.