”რომ გითხრათ, რამე წარმატებებს აღწევენ რუსები გარკვეულ მონაკვეთზე – არა. ერთადერთი წარმატება ის არის, რომ ბალისტიკური რაკეტებით უსწორდებიან მშვიდობიან მოსახლეობას და სამწუხაროდ, იღუპება ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლე. ჯერჯერობით, ამაზე არ ლაპარაკობენ ეს ყველაფერი ომის შემდეგ იქნება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ეწირება ამ საბრძოლო მოქმედებებს.”
ამის შესახებ უკრაინაში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა.