მოეხსნას ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ციხიდან – IDU

საერთაშორისო დემოკრატიული გაერთიანება (IDU) თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ესკალაცია გრძელდება.

განცხადებაში IDU მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც ეხმაურება და წერს, რომ ბრალდებები მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოგონილია. IDU ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მომავალი სასწორზეა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ვითარების ესკალაცია გრძელდება. მმართველი პარტია, “ქართული ოცნება”, ყველაფერს აკეთებს, რომ არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. ბოლო დროს მომხდარი თავდასხმა რუსთავში, ენმ-ის ოფისზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” ახალისებს ძალადობასა და ცილისწამებას ენმ-ის შიშით.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საარჩევნო კამპანიამ, კიდევ ერთხელ მოიპოვა დემოკრატიული და პროევროპული ხმა, რომელიც წარმოადგენს “ქართული ოცნების” რეჟიმის არსებით ალტერნატივას. თავის მხრივ, მმართველი პარტია ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს პოლარიზაციის გზით.

ამ სტრატეგიის ნათელი, მავნე, მაგალითია ენმ-ის საპატიო თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. ბრალდებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის მოგონილი და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიას. თავისუფალი და სამართლიანი კომუნიკაცია არ უნდა შეაფერხოს მთავრობის რეპრესიებმა.

IDU საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას ბატონი სააკაშვილის ბრალდებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის საპატიმროდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბატონი სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში.

ქართველი ხალხი, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები, ველით, რომ მთავრობა უზრუნველყოფს თავისუფალ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებს და თანაბარი შესაძლებლობების გარანტიას.

IDU ასევე სთხოვს ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მერობის კანდიდატ, ნიკა მელიას თბილისში, ხატია დეკანოიძეს ქუთაისში, გიორგი კირთაძეს ბათუმში, გიგი უგულავას ფოთში, გიორგი ბოტკოველს თელავში და დავით კირკიტაძე რუსთავში, ისევე როგრც სხვა ენმ-ს კანდიდატებს, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share