ხმაური იყო ცოტა ხნის წინ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერთან.
რამდენიმე წუთის წინ, კოალიცია “ცვლილებების” ლიდერი, ელენე ხოშტარია, იმ ბენერთან მივიდა, რომლის დაზიანების გამო, რამდენიმე დღის წინ, 23 წლის სტუდენტი დააკავეს, საბოლოოდ კი 2 000 ლარიანი ჯარიმა დააჯარიმეს.
ხოშტარია, ამბობს, რომ რახან ადგილზე ბევრი მომიტინგეა, პოლიციამ ძალის გამოყენება ვერ გაბედა და ის წინააღმდეგობის გარეშე ჩამოიყვანეს ტერიტორიდან.
”მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ამ კრიმინალის, ბანდიტის მიმართ. სამწუხაროდ, ხელში არ მაქვს მარკერი, რომ დავაწერო “რომ არის რუსი”, მაგრამ ხვალ მოვალ, დავაწერ.
მან, როგორც უნდა იცოდეს, რომ მოქალაქის, პოლიტიკოსის დამოკიდებულება არის, უპატივცემულობა”- თქვა ელენე ხოშტარიამ.
რაც შეეხება დღეს მიმდინარე მარშს, [ „დაიცავი უვიზო, არა რუსულ რეჟიმს“] ელენე ხოშტარიას შეფასებით, “რეჟიმს ქუჩაში გამოსული ხალხი დაამარცხებს”.
“დღევანდელი დღე ამის განაცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ! ჩვენ ვიბრძვით უვიზო რეჟიმისთვის! საქართველოს იდენტობის ნაწილია იყოს ამ ევროპული ოჯახის ღირსეული ნაწილი, ამას კი რუსული ოცნება უშლის ხელს. რუსულ ოცნებას ვებრძვით, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და მას დაამხობს ვევრი ხალხი”- დასძინა პოლიტიკოსმა.
„დაიცავი უვიზო, არა რუსულ რეჟიმს“, – მარში თსუ-ის I კორპუსიდან რუსთაველის გამზირზე მიემართება.
საპროტესტო მარშის მონაწილეებმა კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან სკანდირებით- “რუსებო” ჩაიარეს.