გურიის მოამბე

“ყველა იპარავს და შენ ჩოხატაურის საკრებულოში გინდა ნოდარა დუმბაძე და მოსე გოგიბერიძე?”

“ალბათ მსოფლიოში არსად არაა ისეთი ძნელი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, როგორც გურიაში.
გუშინ სოფელ ინტაბუეთში კარდაკარს ვატარებდით და ერთ ცოლ-ქმარს გამოველაპარაკეთ. მივყევით აქეთ, იქეთ. მე დიდს ამბით მოვუყევი, რომ მმართველობაში აუცილებლად განათლებული და პატიოსანი ხალხი უნდა მოვიდეს მეთქი, ჩოხატაურში ჩვენი პარტიული სიის ათეულში სამი ეკონომისტი, სამი პედაგოგი, ორი ექიმია მეთქი და უცებ ქმარმა:
– რა დროის განათლება და პატიოსნებაა, ძამა, ვერ ხედავ, პრეზიდენტად ყაველაშვილი გვიზის, მერად კალაძე, მინისტრებად ჭიკაიძე და ტიკარაძე გვყავდენ, თავდაცვის მინისტრი იპარავდა, ჯანდაცვის მინისტრი იპარავდა, ინფრასტრუქტურის მინისტრი იპარავდა, ყველა იპარავს და შენ ჩოხატაურის საკრებულოში გინდა ნოდარა დუმბაძე და მოსე გოგიბერიძე?
გავჩუმდი, რა უნდა მეთქვა…
P.S. სურათი ცოცხალი თავით არ გადამაღებინა – შენთან ერთად სურათი რომ ნახონ, სამსახურიდან გამაგდებრნო.
სასაფლაოზე მუშაობს თურმე დამლაგებლად…”
წერს, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი, “ლელოდან”, ნუგზარ ჩხიკვაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights