საქართველო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია, მსოფლიოში კოვიდ ინფექცია კვლავ მძვინვარებს. როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში და რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება. შექმნილ ვითარებაზე ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ოცნების ხლეისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს და ამბობს, რომ არჩევნების გადადება უარყოფითად აისახება „ქართულ ოცნებაზე“.
„ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი – გადადოს არჩევნები და პრაქტიკუილად მიიღოს ნული ხმები და ეს მათთბვის ძალიან ცუდი სცენარია, და ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში, პარლამენტში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით. ყველა ციფრი და განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნებნ წაგებული აქვთ, ამას წყალი არ გაუვა როგორც არ უნდა იკლაკნებოდნენ.
ახლა საუბარია მათთვის მსუბუქ სცენარე ან ძალიან ცუდ სცენარზე. ახლა იყენებენ კოვიდ ინფექციას, რომელიც თავად გაუშვეს ხელიდან კორუფციისა და უტვინობის გამო და ახლა საქართველომ ყველა რეკორდი მოხსნა, ორჯერ უსწრებს მაგალთად უკრაინას, სადაც ასევე მძიმე მდოგმარეობაა“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი.
სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს სამხრეთ კორეის გამოცდილება, რომელმაც წარმატებულად ჩატარა არჩევნები კოვიდის მაღალი მაჩვენელის, დროს. „კაგად შეისწავლეთ სამხრეთ კორეის გამოცდილება, ხასლხი მაინც მივა არჩევნებზე და მაინც მისცემს ხმას და ეს ხალხი რომ უკეთესად მოგეპყრონ, ნუ შეუქმნით საფრთხეს მათ ჯანმრთელობას, აიღეთ გამოცდიელბა. არჩევნები მაინც ჩატარდება და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ძალაუფლებას“ – აცხადებს სააკაშვილი თავის მიმართვაში