გურიის მოამბე

სატვირთო ავტომობილის შემდეგ რუსთაველის გამზირზე უკვე მუნიციპალური ავტობუსი შევარდა

სატვირთო ავტომობილის შემდეგ რუსთაველის გამზირზე უკვე მუნიციპალური ავტობუსი შევარდა. ავტობუსის აგრესიული მძღოლი პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდა, თუმცა სავალი გზის გათავისუფლება მაინც ვერ მოახერხა.

ჩვენს ე.წ. ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუნდაც 4 ში რომ შედეგს ვერ მიაღწია პროტესტმა, ჩვენ დავნებდებით და ბრძოლას შევწყვეტთ. ამ ერთობას, რასაც ახლა ჩემს უკან ხედავთ, ვერავინ ვერასდროს დაშლის და ბოლომდე! ყოველთვის ეს გაისმევა. ჩვენ ვიბრძლებთ ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩვენი სინდისის პატიმრები არიან გამოსახსნელი, ჩვენი ქვეყანა არის გამსოახსნელი, – ამბობს აქციის მონაწილე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, ირაკლი კობახიძის დავალება და გეგმაა.

ეს არის ირაკლი კობახიძის დავალება და ერთ-ერთი გეგმა. სამი დღეა თქვენ ხედავთ, რომ არცერთი სამართალდამცველი არ დგას რუსთაველის გამზირზე, რადგან უნდათ, საზოგადოება დააპირისპიროს ერთამენეთში და ზუსტად ეს არის კობახიძის გეგმა გადაცემული პოლიციაზე, რომ დღეს და გუშინ არცერთი სამარტალდამცავი არ უნდა მდგარიყო რუსთაველზე, – ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სატვირთო ავტომობილი გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე შევარდა. მას შემდეგ, რაც გზის გაგრძელება ვერ მოახერხა, მძღოლმა აქციის მონაწილეების მიმართულებით შუშის ბოთლები ისროლა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, ადგილზე კი დაპირისპირების დროს არცერთი პოლიციელი არ გამოჩენილა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights