გურიის მოამბე

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი პირველ განმარტებას აკეთებს

ირაკლი ღარიბაშივლის ოჯახი პირველ განმარტებას აკეთებს – ექსპრემიერის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ “დასკვნების გამოტანა ნაადრევია”.

,,უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ . დრო ყველაფერს აჩვენებს….
ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების  საწინააღმდეგო  ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…”- წერს თამაზაშვილი. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

როგორც გაგნიძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights