ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, “ალეგრობა-ოზურგეთელობაზე” კონცერტის ჩატარებისათვის, ჯგუფ “ურსას”, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 25 ათასი ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიმართვას, თანხმობა 20 ოქტომბერს გასცა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ. ამა წლის 15 ოქტომბერს მიმართა.
თავად კონცერტი კი, “ურსამ”, ოზურგეთში, თანხმობიდან მეორე დღეს, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩაატარა.










