გურიის მოამბე

აშშ – “დემოკრატების” ტრიუმფი და “რესპუბლიკელთა” ფიასკო

ალფა სიხშირე 

აშშ-ს 4 შტატში- ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსსა და ვირჯინიაში გუბერნატორებისა და გენერალური პროკურორების არჩევნები ჩატარდა, სადაც დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და დაამარცხეს დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები—-👇

🟣 ვირჯინიაში – გუბერნატორის არჩევნებში, ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ებიგეილ სპანბერგერი შტატის პირველი ქალი გუბერნატორი გახდა და შტატი დემოკრატების კონტროლს დაუბრუნა. მეტიც, მან ბევრად უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვა , ვიდრე კამალა ჰარისმა შარშან ტრამპის წინააღმდეგ- საპრეზიდენტო არჩევნებში — 15% VS 6%-ის წინააღმდეგ. სპანბერგერის შემდეგ დემოკრატებმა მოიგეს ვიცე-გუბერნატორის არჩევნებიც. შტატის გენერალური პროკურორის პოსტზე დემოკრატმა ჯეი ჯონსმა გაიმარჯვა.

🔹 რესპუბლიკელების პოზიციები ვირჯინიაში მნიშვნელოვნად შესუსტდა 2024 წელთან შედარებით — შტატის თითქმის ყველა ოლქში დემოკრატებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე შარშან.

🟣 ნიუ-ჯერსიში დემოკრატმა მაიკი შერილმაც გაიმარჯვა . შერილმა ჩიატარელი თითქმის 13%-ით დაამარცხა (მაშინ, როცა 2024 წელს კამალა ჰარისი მხოლოდ 6%-ით იყო წინ).

როგორც ვირჯინიაში, ისე ნიუ-ჯერსიში რესპუბლიკელთა პოზიციები გაუარესდა თითქმის ყველა ოლქში. განსაკუთრებით თვალშისაცემია ესექსისა და მიდლსექსის ოლქებში, სადაც დიდი ესპანურენოვანი თემები ცხოვრობენ — ელექტორალური მხარდაჭერა დემოკრატების სასარგებლოდ 8%-იდან და 17%-მდე გაიზარდა. ეს კი მიუთითებს, რომ დემოკრატებმა დაიბრუნეს ლათინური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი.

🟣 ნიუ-იორკში დამაჯერებლად გაიმარჯვა ზოჰრან მამდანიმ, რითაც დასრულდა ენდრიუ კუომოს პოლიტიკური კარიერა.

🟣 კალიფორნიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა დემოკრატმა გევინ ნიუსომმა.

🟦 ამ არჩევნებში დემოკრატებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები ისეთ შტატებში, სადაც გასულ წლებში რესპუბლიკელებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოზიციები — განსაკუთრებით ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში.

🔷 ეს შედეგები აღიქმება, როგორც დემოკრატების დიდი პოლიტიკური გამყარება 2026 წლის კონგრესის არჩევნებისა და 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წინ.

ნაკლების ჩვენება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights