ალფა სიხშირე
აშშ-ს 4 შტატში- ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსსა და ვირჯინიაში გუბერნატორებისა და გენერალური პროკურორების არჩევნები ჩატარდა, სადაც დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და დაამარცხეს დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები—-![]()
ვირჯინიაში – გუბერნატორის არჩევნებში, ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ებიგეილ სპანბერგერი შტატის პირველი ქალი გუბერნატორი გახდა და შტატი დემოკრატების კონტროლს დაუბრუნა. მეტიც, მან ბევრად უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვა , ვიდრე კამალა ჰარისმა შარშან ტრამპის წინააღმდეგ- საპრეზიდენტო არჩევნებში — 15% VS 6%-ის წინააღმდეგ. სპანბერგერის შემდეგ დემოკრატებმა მოიგეს ვიცე-გუბერნატორის არჩევნებიც. შტატის გენერალური პროკურორის პოსტზე დემოკრატმა ჯეი ჯონსმა გაიმარჯვა.
რესპუბლიკელების პოზიციები ვირჯინიაში მნიშვნელოვნად შესუსტდა 2024 წელთან შედარებით — შტატის თითქმის ყველა ოლქში დემოკრატებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე შარშან.
ნიუ-ჯერსიში დემოკრატმა მაიკი შერილმაც გაიმარჯვა . შერილმა ჩიატარელი თითქმის 13%-ით დაამარცხა (მაშინ, როცა 2024 წელს კამალა ჰარისი მხოლოდ 6%-ით იყო წინ).
როგორც ვირჯინიაში, ისე ნიუ-ჯერსიში რესპუბლიკელთა პოზიციები გაუარესდა თითქმის ყველა ოლქში. განსაკუთრებით თვალშისაცემია ესექსისა და მიდლსექსის ოლქებში, სადაც დიდი ესპანურენოვანი თემები ცხოვრობენ — ელექტორალური მხარდაჭერა დემოკრატების სასარგებლოდ 8%-იდან და 17%-მდე გაიზარდა. ეს კი მიუთითებს, რომ დემოკრატებმა დაიბრუნეს ლათინური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ნიუ-იორკში დამაჯერებლად გაიმარჯვა ზოჰრან მამდანიმ, რითაც დასრულდა ენდრიუ კუომოს პოლიტიკური კარიერა.
კალიფორნიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა დემოკრატმა გევინ ნიუსომმა.
ამ არჩევნებში დემოკრატებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები ისეთ შტატებში, სადაც გასულ წლებში რესპუბლიკელებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოზიციები — განსაკუთრებით ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში.
ეს შედეგები აღიქმება, როგორც დემოკრატების დიდი პოლიტიკური გამყარება 2026 წლის კონგრესის არჩევნებისა და 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წინ.








