“მედიის სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა… სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა უერთდება ნადირობას ჟურნალისტებზე” – ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საუბრობს.
“მედიის სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა. ჟურნალისტებზე ძალადობენ, მათ უტევენ ძალიან ბევრ შემთხვევაში და არსებობს მუქარის შემთხვევები და ეს ხდება როგორც მედიის წარმომადგენლებზე, ისე მედიის მფლობელების მიმართ და ძალიან იმედგამაცრუებელია რომ საქართველოს მთავრობა უერთდება ამ ნადირობას ჟურნალისტებზე, იმის მაგივრად, რომ დაიცვას ისინი. ამიტომ, მე მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი, მათ აქვთ მისწრაფება ევროპისკენ. ეს ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიის უმაღლესი ზომები და უნდა იყოს კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი”, – თქვა გრეგოროვამ.