სააკაშვილის მხრიდან არის თვითდაზიანების ფაქტები – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გია ვოლსკის, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას მიმართავს და სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილზე უარს ამბობს.

,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ,,ემპათიას” მედიკოსები, რომლებიც ამჟამად კლინიკა ,,ვივა მედში” საქართველოს მესამე პრეზიედნტს ექსპერტიზას უტარებენ, პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან

სასჯელისგან გათავისუფლება არის მათი პირველი მოთხოვნა, ახლა ეს საზღვარგარეთ გადაყვანა, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც გარკვეული ხრიკი ამ გზაზე. 

არის თვითდაზიანების ფაქტები, როცა სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს არ იღებს. 

ეს უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, როგორებიც არიან ,,ემპათიას” ექსპერტები. – განაცხადა ვოლსკიმ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share