მომღერალი ბუბა კიკაბიძე ამბობს, რომ მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესებულია. მან კლინიკა “ვივამედი” დატოვა და ხელისუფლებას მთავარი მესიჯი გაუგზავნა.
კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ გაუშვას. ამასთან ბუბა კიკაბიძე მზადაა, ნებისმიერ დროს თავდებში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილს.
როგორც სახალხო არტისტმა ჟურნალისტებს უთხრა, ის შეეცდება უკრაინის პრეზიდენტს ხმა მიაწვდინოს. მომღერლის მიმართვის მთავარი ადრესატი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იყო:
თუ გავედი ტელეფონზე, მინდა, ვთხოვო პრეზიდენტ ზელენსკის, რა დღეში არიან იქ, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ მან ტელევიზიით ოფიციალურად თქვას თავისი აზრი მიშას გადაყვანაზე.
მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს მიშას ავადმყოფობასთან დაკავშირებით და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. მაგას ახლა თავისი პრობლემები ეწყება სერიოზული ძალიან. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაემხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი.
ასე მგონია, თუკი რამე კიდევ დარჩენილი აქვთ ადამიანობის, გაუშვებენ.
ნებისმიერ დროს მზად ვარ, თავდებში ჩავუდგე საქართველოს მესამე პრეზიდენტს. – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.