,,შიმშილობა განდიდან დაწყებული და ყველა ვინც გამოიყენა ეს არის ბოლო საშუალება და მას იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან და მათ უნდათ აჩვენონ მთელ მსოფლიოს თუ რა მნიშვნელობისაა ის საკითხი, რისთვისაც იბრძვიან. ვინც იცნობს მიშას იცის, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს და ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა იყო ძალიან მინიშვნელოვანი”- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ ,,ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ქობალიას, შეფასებით, სააკაშვილის ქმედება არის ყველაზე მშვიდობიანი გზა, იმ მოცემულობაში რომელშიც ახლა ის იმყოფება, რომ ადამიანებს დაანახვოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა.
,,სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, პრაქტიკულად თვითონ ჩაბარდა და დღესდღეობით ყველაზე არაძალადობრივ მეთოდს იყენებს აზრის გამოსახატავად. უნდა გვესმოდეს რომ ისიც ადამიანია და რაღაც ფიზიკური რესურსი არსებობს და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ეს კონტექსტი და მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ოპოზიციას”, – განაცხადა ქობალიამ.
მისივე თქმით, მიშასთვის არ არის მნიშვნელოვანი თუ როდის გამოვა ციხიდან, მისთვის მნიშვნელოვანი არის ქვეყნის მომავალი და ამაში საზოგადოება უნდა დაეხმაროს უპირველეს ყოვლისა, რადგანაც ქვეყნის მომავლის გასაღები მხოლოდ მათ გადადგმულ ნაბიჯზეა დამოკიდებული.
,,მე მიმაჩნია, რომ თვითონაც სააკაშვილი არ ფიქრობს იმაზე როდის გათავისუფლდება, აქ მთავარია რაღაც დიდი და ის ყოველთვის აყენებდა თავს იმ პოზიციაში, რომ ქვეყნის ბედი მისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. საერთაშორისო სამეგობრო აბსოლუტურად ყველა საუბრობს იმაზე, რომ მიშა სააკაშვილი დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით,ა მიტომ ის მალე გამოვა ციხიდან, მაგრამ მთავარია ამას არ დაელოდოს ხალხი და მათ შეცვალონ ხელისუფლება თავად არჩევნებით”, – განაცხადა ქობალიამ.