ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სოციალურ ქსელში წერს:
“მოდით, ასეც შევხედოთ საკითხს – ჩვენ ყველანი აღმოვჩენილვართ საკუთარი შვილების კაპრიზის წინაშე, თუნდაც ელემენტარულ საკითხში. რას ვაკეთებთ ამ დროს, მით უფრო თუ ვიცით, რომ ეს კაპრიზი პირველ რიგში მიათთვის არის დამაზიანებელი? ვცდილობთ დავარწმუნოთ, ავიუხსნათ რომ “ეს არ არის კარგი, საზიანობა”. ხშირად პირადად ჩვენც გვქონია ახირებები და ჩვენთვისაც აუხსნიათ, რა შედეგი მოყვება ამა თუ იმ ქმედებას. ამის მერე მიგიღია გადაწყვეტილება და ცხვირიც წაგვიმტვრევია ხშირად.
ამიტომ ბერა მოქმედებდა იმ დიაპაზობში და იმ უფლებებში, რომელიც მას განუსაზღვრეს, რაზეც უთხრეს რომ არის მისთვის დაშვებული ნორმა.
მე უფრო ის მადარდება, რომ მას არავინ უთხრა – ასე არ შეიძლება და ახირება დანაშაულად აქციეს.
ამიტომ არის ჩემთვის გულის ამრევი პრემიერ-მინისტრის – “…სკოლაში ვერ წავა”. .
მოვა დრო და მისი შვილები გაიაზრებენ, ვიმედოვნებ გაიაზრებენ, ამ ფაქტს და ჰკითხავენ – რატომ გიხაროდა ბავშვების ჩაგვრა? რას უპასუხებს… რით გაიმართლებს თავს? ნეტავ ესმის რომ ეს სისხლის სამართლის საქმეზე მეტად ფისლოსოფიური საკითხია, იმის გასააზრებლად – ვინ ვარ მე? ანუ ადამიანის რაობის გასააზრებლად.
ამიტომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ასეთი მორალური სტანდარტის ადამიანი იყოს ქვეყნის პრემიერი, სხვა მხრივ მისი ნებაა, ვინ იქნება და სად იქნება…
საბოლოოდ ვერ ღარიბაშვილის და ვერც ბერას პრევერსიებზე ვერ ვიფიქრებ, ვერც ვიდარდებ, არ არის ეს ჩემი საქმე. მე მონსტრების კორპორაცია მაშინებს, რომელსაც სხვის საამებლად შეუძლია ეს ფრაზა თქვას “…ვერ წავა სკოლაში”… მე ეს ცხოვრებადანგრეული ბავშვი მაშინებს, რომელმაც “ჩაიფსა”… და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ საბრალოდ გამოიყურება ყველა მამა და დედა, რომლისთვისაც ბატონი შვილზე, თუნდაც სხვის შვილზე მეტი და ღირებულია…
და კიდევ ერთი გარემოებაც… გენერალ თამაზაშვილს, ვის მოსწონს და ვის არა იმის მიუხედავად, თავისი ღირსება აქვს. უმძიმეს პერიოდში მოუწია მას ქვეყნის ურთულეს მიმართულებაზე პასუხისმგებლობა. ახლა იმაზეც დავფიქრდი, ამ ჩანაწერების შემდეგ როგორ გაუტყდებოდა თავისი შვილიშვილების მამის…
მოვრჩი საერთოდ ამ თემაზე საუბარს. იქ სადაც მორალის ნატამალი არ არის, პატრონი მოუკვდა პოლიტიკას.
მხოლოდ ერთ რიტორიკული კითხვას გამოვკიდებ ჰაერში:
დოქსოპულო ….?”-წერს მირცხულავა.