ოკუპანტებმა ლუგანსკში სახლებს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რაიონში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება.

“ორკები ცეცხლს უკიდებენ ლუგანსკის ოლქის ყველა თავისუფალ დასახლებას. დარტყმები განხორციელდა სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, ნოვოდრუჟესკში, რუბეჟნოეში, ასევე გირსკში, სადაც ელექტროტრანსფორმატორი და მაღაზია დაიწვა”, – ამბობს გაიდაი და აღნიშნავს, რომ დაბომბვა არ წყდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ხაზი, რის გამოც სევეროდონეცკის დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share