კონსტანტინე შარაშენიძეს უფლებამოსილება გასულ პარასკევს, 18 საათზე შეუწყდა.
ახალ არჩეული მერი ავთანდილ თალაკვაძე უფლება-მოსილების შესრულებას დღეიდან, ორშაბათიდან შეუდგა.
კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერად 2017 წელს აირჩიეს. მან როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მეორე ტურში 69 ხმით დაამარცხა.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ტურში კონსტანტინე შარაშენიძე კვლავ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თუმცა მან, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნები “ქართული ოცნების” კანდიდატთან, ავთანდილ თალაკვაძესთან წააგო.