პოლიციამ გურიაში, წარსულში ნასამართლევი პირის სახლიდან ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები გ.ვ. “რაც შეეხება 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია”,_ ამბობენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 13 პირი.