საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილი კრემლის პროპაგანდისტი – ვლადიმერ სალავიოვი თავის გადაცემაში რუსი ოპოზიციონერის, გუდკოვის თბილისში არშემოშვებას ეხმაურება და ცინიკური კმაყოფილებით აღნიშნავს:
“აი ნახეთ, ქართველებმაც კი საკადრისი პასუხი გასცეს მორიგ ნაძირალას, ახლა უცებ საქართველო აღარ უშვებს თავის ტერიტორიაზე ნავალნისტებს. ადრე სობოლი იყო, ახლა გუდკოვი”- ამბობს ის ანატოლი შართან, უკრაინელ პოლიტოლოგთან იტერვიუს დროს.
შარი თავის მხრივ ამატებს, რომ საქართველოში “პრორუსული ხელისუფლებაა”.
რუსი ოპოზიციონერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 იანვარს გაადეპორტეს.
მთავარი არხი