გაძვირება დომინოს პრინციპით – სპეციალისტების თქმით, საწვავის ფასის ზრდა ქვეყანაში ყველა ტიპის პროდუქტის ფასებისა და მომსახურების ავტომატურად გაზრდას გამოიწვევს.
დარგის ექსპერტების თქმით, პროდუქტების ტრანსპორტირების ზრდა უახლოეს პერტიოდშია მოსალოდნელი. მით უფრო, რომ საქართველო ინპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა.
დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ საერთაშორისო გადაზიდვების ფასი საწვავის ზრდის ფონზე გაიზრდება, ყველა პროდუქტის ღირებულება 10-15 თეთრით მოიმატებს.
”საწვავის ფასი პირდაპირპროპორციულად აისახება ნებისმიერი პროდუქტის, პროდუქციის თვითღირებულებაზე. ფასები უახლოეს დღეებში 10-15 თეთრით გაძვირდება. რა თქმა უნდა, კომპანია იძულებული გახდება, რომ ფასებს გადახედოს. ალბათ, თებერვლის მეორე ნახევრიდან რიგ პროდუქტზე ვიზილავთ გაზრდილ ფასებს.
როდესაც იმპორტირებულ პროდუქციაზე და იმპორტირებულ ნედლეულზე ხარ დამოკიდებული, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე” – აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია.
ნავთობის საერთაშორისო ფასები ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმუმზეა.
ქვეყანაში საწვავი ისევ ძვირდება. მიმდინარე კვირაში ბენზიგასამართი სადგურები საწვავს ახალი ტარიფით, 5-10 თეთრით ძვირად გაყიდიან. არ არის გამორიცხული საწვავზე ფასი კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს.
საქართველოში ნავთობ პროდუქტების შემომტანები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი თქმით, საწვავის ფასის გაჩერება შეუძლებელი და გარდაუვალია.
წყარო : ტვ პირველი