ტელეწამყვან თათია შარანგიას საქართველოს ექსპრეზიდენტზე წაკითხული მონოლოგის გამო განმარტება მოუწია. საუბარია “სთორიში” მიხეილ სააკაშვილის მშობლების სტუმრობის ეპიზოდზე, სადაც შარანგიამ გადაცემის დასაწყისში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
როგორც გაირკვა აღნიშნული გადაცემის შემდეგ შარანგია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს, რის შემდეგ ტელეწამყვანმა “ფეისბუქზე” პოსტი დაწერა:
“ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ მე თქვენთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს და ეს ჩემი არჩევანი იყო, ვთვლიდი რომ ასე სჯობდა. ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გადაცემაში ღიად გამოჩნდა. ალბათ არავის გქონდათ მოლოდინი რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი ამის მიუხედავად მე არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში.