გელათში დავითობა ვერ აღნიშნეს – განადგურების პირას მისული კულტურული მემკვიდრეობა

“დავითობას” გელათის მონასტერი კვლავ პრობლემებით ხვდება. “ნაციონალური მოძრაობაში”  ფაქტს ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლება გელათში “დავითობის” აღნიშვნას ვერ ბედავს.

მისი თქმით, ტაძარში ყველა სამუშაო შეჩერებულია და ფრესკების გადარჩენის კუთხით არაფერი კეთდება.

“გელათი არის განადგურების პირას და ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ ბედავს გელათში ამოსვლას და ამ პრობლემებზე საუბარს. დღეს არ არის ყვავილების, ზეიმის და არც ბიუჯეტის ხარჯზე გაშლილი ბანკეტების, დავითისა და საქართველოს სადღეგრძელოების დრო.

უნდა ამოვიდეთ და ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ, მათ შორის ხელისუფლებამ უნდა დავიწყოთ ზრუნვა, რომ გელათი გადავარჩინო. ​ჩვენ თუ გვინდა, რომ დავით აღმაშენებელს მივაგოთ პატივი, მისი ეს მემკვიდრეობა ნამდვილად არ უნდა იყოს ამ დღეში”. – ამბობს გიგა შუშანია 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share