უკრაინის პრეზიდენტი პუტინის ფრაზას – „მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა:
„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს, ვფიქრობ, ეს ჭკვიანურია. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია დამოკიდებულია ჩვენს მოთმინებაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს, არამედ ვიქცევით ღირსეულად, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.