ყვარლის მერის მოადგილის პოსტზე მყოფი ლევან გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მყოფი გივი ზაუტაშვილი, კიდევ 1 პირთან ერთად, ძალადობის ბრალდებით დააკავეს:
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.
პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს” | წერს შსს.








