მექრთამეობა ოზურგეთის მერიაში-წვევამდელთა მშობლები თანხების გამოძალვაზე ალაპარაკდნენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელს, გელა ჭანუყვაძეს, წვევამდელთა მშობლები თანხების გამოძალვაში ადანაშაულებენ

როგორც “გურიის მოამბეს” რამდენიმე წვევამდელის მშობელმა განუცხადა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობა, მათ, ყველა ფორმალობაში თანხებს სთხოვს.

მშობლების ნაწილის განცხადებით,  ყველა გაწვევისას, მათი შვილების თბილისში ტრანსპორტირებისა და კვების ჩათვლით, ჭანუყვაძე ფინანსებს მათგან ითხოვს და ფულს თვითონვე აგროვებს:

“როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. წვევამდელთა თბილისში, გამანაწილებელ ცენტრში ტრანსპორტირების, ასევე მათი კვების ხარჯებს, სახელმწიფო აფინანსებს, ეს ადამიანი კი ფულს ჩვენგან აგროვებს” გვეუბნება ერთ ერთი მშობელი, რომელიც, იმის შიშით, რომ მის შვილს. დამატებითი პრობლემები არ შეექმნას, სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს.

ამავე დროს საუბარია მეორე პრობლემაზე, თუ ოზურგეთიდან უნდა გაიწვიონ პირობითად, 120 ადამიანი, გაწვევის შეტყობინება 1000 მეტ წვევამდელს ეგზავნება და შემდეგ შერჩევით პროცესი ბევრ კითხვას ბადებს,

ასევე საუბრობენ, რომ ოზურგეთის ხელისუფლება ჯარში – ძირითადად ეკომიგრანტებს უშვებს, ნარუჯა, ლაითური ნასაკირალიდან, დანარჩენ სოფლებში კი არ პოზიციონირებენ.

რედაქციაში მშობლები გასული კვირის მიწურულსიყვნენ, “გურიის მოამბე” ცდილობდა გელა ჭანუყვაძის უწყებიდან კომენტარი მოეპოვებინა, მშობელთა ერთი ნაწილის პრეტენზიებზე, თუმცა (როგორც ამ უკანასკნელმა) მის უწყებაში – ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share