ბათუმში, საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს თავს დაესხნენ. გია ხალვაში ნაცემია და ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხალვაშს სახლის აივნიდან ბავშვის ველოსიპედი მოპარეს და აივანი დაარბიეს. ამის შემდეგ, ყოფილმა პოლიციელმა გაარკვია ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რასაც უკვე მასზე თავდასხმა და ცემა მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გია ხალვაშს 40-მდე პირი გაუსწორდა ფიზიკურად.