გურიის მოამბე

,,მჯერა, ვინც დღეს ქოცებთან ერთად არის, აუცილებლად ეს დღე დაუდგება ყველა მათგანს”

🔻💬 “არაერთხელ ჰქონდა მას [გახარიას] შესაძლებლობა, რომ სწორი მხარე აერჩია და თუ მართლა უდანაშაულო იყო საქმეში, 20 ივნისის საქმე ავიღოთ პირობითად, დამდგარიყო სწორ მხარეს, ეღიარებინა თავის დროზე და ჩვენთვის სასიკეთო გაეკეთებინა. მხოლოდ იმის თქმა, რომ მე პასუხისმგებლობას ვიღებ, შეეძლო, რომ საქმეში გამოეხატა ეს პასუხისმგებლობა. ამ მხრივ თუ შევხედავთ, ძაან მშვენიერი მაგალითია ადამიანებისთვის, ვინც დღეს ამ სისტემას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან, რომ იცოდნენ, რამხელა დიდ ორმოში არიან ჩაყრილები და როდესაც მოუნდებათ ბევრი წლის მერე დატოვონ ეს ძალიან ცუდი ადგილი, რა ბედიც ეწევათ მათ. აბსოლუტურად ყველა ადამიანზე მჯერა, ვინც დღეს ქოცებთან ერთად არის, რომ აუცილებლად ეს დღე დაუდგება ყველა მათგანს… დღემდე იძახის, რომ შტურმი მოიგერია და ეს იყო მისი სწორი ნაბიჯი და რა იყო სწორი ნაბიჯი და შტურმის მოგერიება, რომ ხალხისთვის თვალები ამოეთხარა? სიგიჟეა… ქოცების სასამართლოში არასდროს არ მივალ და არავის წინააღმდეგ არ მივცემ ჩვენებას” | ამბობს TV პირველთან მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით

🔻 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights