პრეზიდენტმა პოლიტკური პატიმრების გათავისუფლება უნდა გააგრძელოს – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი სალომე ზურაბიშვილისა გადაწყვეტილებას შეიწყალოს ნიკა გვარამია.
ბოტკოველის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა თუმცა ახლა ჯერ სხვა პოლიტიკური პატიმრების გათვაისუფლებაზეა, უპირველეს ყოვლისა, კი მიხეილ სააკაშვილის.
„შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნიკას თავისუფლებით უკვე ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ჯერი ისევ პრეზიდენტზეა, გაათავისუფლოს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.