World Military
ვითარება იძაბება ჩინეთსა და იაპონიას შორის, მას შემდეგ რაც იაპონიის ახალმა პრემიერმა, სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმა, იაპონიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იაპონიის ეროვნულ გადარჩენას და რაც მოითხოვს პრაქტიკულ ქმედებებს იაპონიისგან.
იაპონიის პრემიერის განცხადებას, თავდაპირველად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ კი, იაპონია ჩაერევა ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებში, მაშინ ეს ტოკიოს გამანადგურებელ მარცხად დაუჯდება და ამიტომ თავშეკავებისკენ მოუწოდა.
პეკინის განცხადებას, მალევე მოჰყვა, პირველი სერიოზული გამაფრთხილებელი პრაქტიკული ნაბიჯი და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მოუწოდა თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ იაპონიაში მოგზაურობისგან, რაც ტოკიოში აღიქვეს, როგორც ღია მუქარა და მზადყოფნა გამოთქვეს, შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად








