ოზურგეთის ექს მერის, ავთანდილ თალაკვაძის მარჯვენა ხელი, მისი ყოფილი მოადგილე და აწ უკვე “ქართული ოცნების” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ნათია გოლიაძე, მაკვანეთის საცხობის დირექტორად დაინიშნა.
ამ ინფორმაციას, “გურიის მოამბეს’ “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანის გარემოცვაში უდასტურებენ.
ნათია გოლიაძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
გოლიაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მოადგილე და შემდგომში პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, 2021-25 წლებში იყო.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ის, პარტიამ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატად “დანიშნა” და მისი კანდიდატურა “ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით, მას, ამაზე უარი ეთქვა.
მოქმედი კანონმდებლობით, გოლიაძეს, უკვე საცხობის დირექტორის რანგში, საკრებულოში, ნებისმიერი თანამდებობის დაკავება ეკრძალება. რადგან, მსგავსი თანამდებობა-საცხობის დირექტორობა- ნებისმიერ საჯარო სამსახურის თანამდებობის შეთავსებას კრძალავს.








