ღამით დაიბომბა ლვოვი. უკრაინის უკიდურეს დასავლეთში მდებარე ქალაქი, სადაც თავს იყრიან ის დევნილები, რომლებიც პოლონეთში გადადიან. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა.
ოფიციალური ცნობებით, რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. თავის მხრივ, ლვოვის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმა იყო გზავნილი ამერიკის პრეზიდენტის მისამართით, რომელიც პოლონეთს სტუმრობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვზე დარტყმების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი.