უნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი განაცხადა. ვიქტორ ორბანმა, რომელსაც ზუსტად ერთ კვირაში რთული არჩევნები ელის, თქვა, რომ არ დაუშვებს უკრაინაში სასიკვდილო იარაღის გაგზავნას უნგრეთის საზღვრების გამოყენებით.

მისი შეფასებით, ამ ტიპის დახმარება უნგრეთს ომში ჩართავს. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი დაჟინებით მოითხოვდა, ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ გავრცელებულიყო მის ენერგეტიკულ სექტორზე.

“პასუხი კითხვაზე, თუ რომელ მხარეს არის უნგრეთი არის ის, რომ უნგრეთი არის უნგრეთის მხარეს,” – წერს ქვეყნის პრემიერი სოციალურ ქსელში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share