გუშინ მოსკოვში გამართული მრავალსაათიანი მოლაპარაკებები, რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის, პრაქტიკულად შედეგის გარეშე დასრულდა.მხარეების პირველადი განცხადებებიდან ჩანს, რომ ვერ იქნა კომპრომისები მიღწეული და კვლავ ძირითადი დავის საგანი, უკრაინული ჯარების დონეცკის რეგიონიდან გასვლა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და რუსეთისთვის ოკუპირებული რეგიონების აღიარებაა.
ჯერჯერობით მხოლოდ იმის გამეორება შეგვიძლია, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ფრონტზე ასახული სიტუაცია, არცერთ მხარისთვის არ არის ომის შეწყვეტისთვის ბიძგის მიმცემი, შეუძლებელია კომპრომისების მიღწევა – მარტივი ლოგიკაა, იმას რაც უკრაინას სურს, რუსეთი ვერ დაეთანხმება და რაც რუსეთს სურს, უკრაინა ვერ დაეთანხმება.








