გურიის მოამბე

მე-11 დღეა ხალხი ქუჩაშია მოთხოვნა გუბერნატორთან შეხვედრა

მე-11 დღე გათენდა, რაც ღია ცის ქვეშ ვდგავართ, ღამეებს ვათენებთ, არ ვიშლებით და ვითხოვთ ყოფილი ჩინოვნიკის მიერ ხელში ჩაგდებული ბალდის კანიონის ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის დაბრუნებას.

ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა და ყოფის მიუხედავად, არავინ, არც ერთმა საჯარო უწყებამ და პასუხისმგებელმა პირმა ყურადღება არ მოგვაქცია. არ დაინტერესდა ჩვენი გულისტკივილით. თითქოს დედები არც ვარსებობთ.

ამჯერად, მოვითხოვთ სამეგრელოს გუბერნატორთან საჯარო შეხვედრას. მის ჩართულობას პრობლემის მოგვარებაში. დედები უმოკლეს ვადაში ველოდებით პასუხს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან

ინფორმაციას ფეისბუკ გვერდი –ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად – ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights