ბახვი ჰესის ვიდეო სიუჟეტების სერია გრძელდება. ამჯერად, წარმოგიდგენთ სიუჟეტს, სადაც მაყურებელი მოისმენს და ნახავს თუ, რა გავლენა მოახდინა პროექტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა გურული ჩაის და მცირე მეწარმეების გაძლიერების პროექტებმა.
2021 – 2024 წლებში ჩვენს პარტნიორთან, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, გურული ჩაის გზის აღორძინების პროექტი განვახორციელეთ. პროექტი მოიცავდა, როგორც მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ასევე, გურული ჩაის პოპულარიზაციას, მისი გაყიდვების დივერსიფიკაციას, ჩაის სტანდარტის შექმნას და გურიის ჩაის გზის პერიმეტრზე არსებულ სამოსახლეობში სტუმარ-მასპინძობის კომპონენტის გაძლიერებას.
„კონკრეტულად ამ პროექტით პირდაპირი სარგებელი მიიღო 28 მეწარმემ; დღეს გურიაში მოქმედებს 20-მდე ჩაის გადამუმშავებელი მიკრო და მცირე საწარმო; ასოციაცია „ჩაის გზის“ წევრთა რაოდენობა სამჯერ მაღალია, ვიდრე ეს პროექტის დაწყებამდე, 2020 წელს იყო; გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა გურული ჩაის გზის პერიმეტრზე არსებულ ტურისტულ ლოკაციებზე. მაგალითად, 2024 – 2025 წლებში ტურისტულმა ობიექტებმა უმასპინძლეს 6000 ვიზიტორს, რაც გასულ წლებტან შედარებით, რეკორდული მაჩენებელია“ – ამბობს ჩვენს სიუჟეტში ალეკო მამეშვილი, ასოციაცია „ჩაის გზის“ ხელმძღვანელი.
ზრუნვა, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დროს.
ვიდეოს ბმული:








