საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რიცხვმა 600 ათას მიაღწია.
ერთადერთი გამოსავალი ამ ხალხისთვის ლომბარდებია, სადაც გაჭირვებულებს სახლიდან, ტელევიზორი, მაიცვარი, სარეცხი მაქნანა და საქორწინო ბეჭედიც კი მიაქვთ, რომ საჭმელი იყიდონ და თავი გადაირჩინონ.
ის, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, რაც თავისთავად მოსახლეობის გაღარიბებას იწვევს, საქსტატის მონაცემებიდანაც ჩანს.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამ თვეში უმუშევრობის დონე წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 4%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია.