ემზარ მახარაძე ბესო ქათამაძე შალვა თავდიშვილი – “ნაციონალები” სამ ოლქში ჩამოყალიბდნენ

როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი. მთავარი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” სამ დიდ მაჟორიტარულ ოლქში საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

ნატანების მაჟორიტარულ ოლქში ემზარ მახარაძე, ნასაკირალში ბესო ქათამაძე ხოლო ძიმითი-ნაგომარი-ასკანა მზიანში-შალვა თავდიშვილი.

თუ ბესო ქათამაძესა და შალვა თავდიშვილის კანდიდატურებზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა რომ ორთავე პარტიის ადგილობრივი ლიდერები და მოქმედი დეპუტატები არიან, ცალკე აღნიშვნის ღირსია ემზარ მახარაძის ფაქტორი.

ტრადიციულად ნატანები მთავრი ოპოზიციური ძალისათვის ყოველთვის თავის ტკივილი იყო და ამ პრობლემის გადაჭრა როგორც იქნა შეძლეს.

ემზარ მახარაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამჯერ გაუმარჯვია ნატანბებში, 1990 წელს, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1998 და 2002 წლებში დამოუკიდებლად “მერაბ კოსტავას საზოგადოების” ადგილობრივი ლიდერის რანგში.

შესაბამისად ის რამდენჯერმე იყო მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი და სამჯერ ნატანების გამგებელი.

ამ დონის პოლიტიკოსის საკუთარ გუნდში ხილვა პარტიის ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძისათვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share