საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის მფლობელს სამწელიწად-ნახევარი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – წერს რუმინული გამოცემა Veridica.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეარხის მფლობელი დღეს დააპატიმრეს – “საქმე, მისი თქმით, [ნიკა გვარამია] პრესის გაჩუმებას ისახავს მიზნად”.
განაჩენს ეხმაურება ფრანგული გამოცემა Le Figaro, რომელიც წერს, რომ ნიკა გვარამია, წამყვანი და ტელეკომპანია „მთავრის“ მფლობელი, თბილისის სასამართლოს მოსამართლემ დამნაშავედ ცნო იმ ტელეარხის ფინანსური ინტერესების შელახვაში, რომელსაც მანამდე მართავდა.
AFP-ს წერს, რომ ის „მთავარის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველს, ესაუბრა, რომელმაც განაჩენს უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „პოლიტიკური პატიმრობის“ ქვეშ იმყოფება.
ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე წერს Aljazeera, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ცნობილი ტელევიზიების წარმომადგენლები და მენეჯერები დიდი ხანია ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ მთავრობას სასამართლოს გამოყენებაში დამოუკიდებელი მედიის ხმის ჩასახშობად.
სტატიაში ცალკე ქვეთავია სახელწოდებით, “არანაირი მტკიცებულება არასათანადო ქმედების შესახებ”, რომელშიც წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველოს სახალხო დამცველი და სხვები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათ გვარამიას საქმის შესწავლის შემდეგ ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს.